Saturday, September 13, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციები. გავაკეთეთ კომენტარები. ამ ტრენინგმა საკმაოდ დიდი ცოდნა მოგვცა, რაც დაგვეხმარება მოსწავლეებში ცოდნის ამაღლებში. ამისათვის დიდი მადლობა ქალბატონ ლალის.

Friday, September 12, 2014

მოსწავლის სავარუდო ნაშრომი

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ჩვენი საქაღალდე, რომლიც განთავსებული გვქონდა D დისკზე, ჩავასწორეთ,  შემდეგ პორტფოლიოს პრეზენტაციის სახელით ავტვითეთ Google drive-ში და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე.

პორთფოლიოს პრეზენტაცია

                                                 პ ო რ ტ ფ ო ლ ი ო 

Thursday, September 11, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

             დღევანდელი დღე დატვირთული იყო.  გავეცანით დიფერენცირებული სწავლის მეთოდებს და ფასილიტაციის ნიმუშებს. მივიღეთ დავალება შეგვექმნა მსგავსი ნიმუშები. შევავსეთ დიფერენცირებული სწავლის კითხვარი, დოკუმენტის გამოქვეყნება და მისი განთავსება ბლოგზე (ბმულის სახით), გავაკეთეთ კომენტარები  სასწავლო პროცედურებთან დაკავშირებით.

სასწავლო პროცედურები

Wednesday, September 10, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

ვისწავლეთ დიაგრამების და სქემების გაკეთება, მასალის გაზიარება ერთობლივი მუშაობის მიზნით. გავეცანით შეფასების რუბრიკებს და განვათავსეთ D დისკზე.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს საკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო. პორტფოლიოს პრეზენტაციები ავტვირთეთ google drive-ში და შემდეგ გადავიტანეთ ჩვენს ბლოგზე. გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ წესებს.

Friday, September 5, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

     დღეს საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას , შემდეგ განვათავსეთ ბლოგზე, გავაკეთეთ კომენტარები. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით. დავიწყეთ მუშობა პორტფოლიოზე.

Thursday, September 4, 2014

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვები:
  • რატომ არის მნიშვნელოვანი უცხო ქვეყნების გაცნობა?
თემატური კითხვები: 
  • როგორია ჩვენი ქვეყანა და რა ფაქტები განასხვავებს მას უცხო ქვეყნისგან?
შინაარსობრივი კითხვები
  • რომელ 3 კარგ და 2 ცუდ ფაქტს გამოყოფდით თითოეული ქვეყნიდან?

Sunday, August 31, 2014

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საკმაოდ ნაფიერი იყო. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პროექტის მიზნები.რომ ის უნდა იყოს ნათელი და გასაგები. განვსაზღვრეთ მოსწავლეების მიერ მისაღწევი სტანდარტები და შესაბამისი ინდიკატორები.

ჩემი პროექტის სასწავლო მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ:

  • ჩამოაყალიბონ კვლევის მიზანი. შეარჩონ იმ ქვეყანა, რომელიც მათ აინტერესებთ, მოიძიონ ამ ქვეყნის შესახებ ინფორმაცია
  • მიმართონ სხვადასხვა სტრატეგიას შინაარსის გასაგებად
  • ბეჭვდითი და ელექტრონული წყაროების გამოყენებას სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით
  • მოძებული ინფორმაცია შეადარონ საკუთარი ქვეყნისას
  • გააკეთონ დასკვნები და გამართონ დისკუსია
  • შექმნან პრეზენტაცია, რომელსაც ატვირთავენ ბლოგზე.

Saturday, August 30, 2014

პირველი მოდულის რეფლექსია

                          ამ მოდულმა დამაფიქრა, თუ როგორ შეუძლია მასწავლებლის მაღალ კვალიფიკაციას და  კომპიუტრეული ტექნიკის კარგად ცოდნას, დაეხმაროს მოსწავლეს წარმოსახვითი  და შემოქმედებითი უნარების განვითრებაში და უკეთესი შედეგების მიღწევაში.

პირველი დღის რეფლექსია

                     ტრენინგის პირველი დღე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. შევისწავლეთ ინტელის რაობა და მნიშვნელობა, გავეცანით მოდულებს და ასევე  21-ე საუკუნის უნარ-ჩევებს. შევქმენით საქაღალდეები, სადაც განვათავსებთ საჭირო ინფორმაციას. შევქმენით ახალი  ბლოგი.
                      საშინა დავალება- მოვიფიქროთ თემა პოექტისთვის.

Friday, August 29, 2014

მეორე დღის რეფლექსია

             დღევანდელი დღე ნაყოფიერი და საინტერესო  იყო. ვისწავლეთ ბროშურის შექმნა. გავაკეთეთ კომენტარები.

ჩემი პროექტის იდეა

პროექტის სავარაუდო სათაური: Home and away. (ფაქტები, რომლებიც ქვეყნებს ერთმანეთისგან განსხვავებულს ქმნის) 

                 დღეს ჩვენთან საკმაოდ ბევრი ტურისტი ჩამოდის, ეცნობიან ჩვენს ქვეყანას,  ამიტომ მოსწავლეებისათვის სხვა ქვეყნების თავისებურებების მოძიება და გაცნობა საინტერესო იქნება.  ისინი შეარჩევენ ქვეყანას, რომელიც მათ განსაკუთრებით აინტერესებთ. მოიძიებენ ამ ქვეყნის შესახებ ინფორმაციას და ამ მოძიებული ინფორმაციიდან გამოყოფენ 3 კარგ და 2 ცუდ ფაქტს, რითაც ეს ქვეყანა განსხვავდება სხვებისგან. შემდეგ იგივე ინფორმაციას მოიძიებენ საკუთარი ქვეყნის შესახებ და შეადარებენ მას. გააკეთებენ პრეზენტაციას.