Sunday, August 31, 2014

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საკმაოდ ნაფიერი იყო. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პროექტის მიზნები.რომ ის უნდა იყოს ნათელი და გასაგები. განვსაზღვრეთ მოსწავლეების მიერ მისაღწევი სტანდარტები და შესაბამისი ინდიკატორები.

ჩემი პროექტის სასწავლო მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ:

  • ჩამოაყალიბონ კვლევის მიზანი. შეარჩონ იმ ქვეყანა, რომელიც მათ აინტერესებთ, მოიძიონ ამ ქვეყნის შესახებ ინფორმაცია
  • მიმართონ სხვადასხვა სტრატეგიას შინაარსის გასაგებად
  • ბეჭვდითი და ელექტრონული წყაროების გამოყენებას სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით
  • მოძებული ინფორმაცია შეადარონ საკუთარი ქვეყნისას
  • გააკეთონ დასკვნები და გამართონ დისკუსია
  • შექმნან პრეზენტაცია, რომელსაც ატვირთავენ ბლოგზე.

Saturday, August 30, 2014

პირველი მოდულის რეფლექსია

                          ამ მოდულმა დამაფიქრა, თუ როგორ შეუძლია მასწავლებლის მაღალ კვალიფიკაციას და  კომპიუტრეული ტექნიკის კარგად ცოდნას, დაეხმაროს მოსწავლეს წარმოსახვითი  და შემოქმედებითი უნარების განვითრებაში და უკეთესი შედეგების მიღწევაში.

პირველი დღის რეფლექსია

                     ტრენინგის პირველი დღე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. შევისწავლეთ ინტელის რაობა და მნიშვნელობა, გავეცანით მოდულებს და ასევე  21-ე საუკუნის უნარ-ჩევებს. შევქმენით საქაღალდეები, სადაც განვათავსებთ საჭირო ინფორმაციას. შევქმენით ახალი  ბლოგი.
                      საშინა დავალება- მოვიფიქროთ თემა პოექტისთვის.

Friday, August 29, 2014

მეორე დღის რეფლექსია

             დღევანდელი დღე ნაყოფიერი და საინტერესო  იყო. ვისწავლეთ ბროშურის შექმნა. გავაკეთეთ კომენტარები.

ჩემი პროექტის იდეა

პროექტის სავარაუდო სათაური: Home and away. (ფაქტები, რომლებიც ქვეყნებს ერთმანეთისგან განსხვავებულს ქმნის) 

                 დღეს ჩვენთან საკმაოდ ბევრი ტურისტი ჩამოდის, ეცნობიან ჩვენს ქვეყანას,  ამიტომ მოსწავლეებისათვის სხვა ქვეყნების თავისებურებების მოძიება და გაცნობა საინტერესო იქნება.  ისინი შეარჩევენ ქვეყანას, რომელიც მათ განსაკუთრებით აინტერესებთ. მოიძიებენ ამ ქვეყნის შესახებ ინფორმაციას და ამ მოძიებული ინფორმაციიდან გამოყოფენ 3 კარგ და 2 ცუდ ფაქტს, რითაც ეს ქვეყანა განსხვავდება სხვებისგან. შემდეგ იგივე ინფორმაციას მოიძიებენ საკუთარი ქვეყნის შესახებ და შეადარებენ მას. გააკეთებენ პრეზენტაციას.